Radio Fortuna

Radio Fortuna

1 Favoriten 903 Hit
რადიო ”ფორტუნა” 19 წლის სტაბილური რეიტინგის მატარებელი რადიოსადგურია, რომლის ნდობის კოეფიციენტი საზოგადოებაში დღითიდღე იზრდება.
”ოქროს სტანდარტი FM-ზე” – ეს სლოგანი პასუხობს რადიოსადგურის დაარსებიდან დამკვიდრებულ მოთხოვნას – შევთავაზოთ მსმენელს და საქმიან პარტნიორებს მაღალი ხარისხის პროდუქცია. ”ოქროს სტანდარტი” განაპირობებს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების, წამყვანი ბიზნეს-კომპანიებისა და ზოგადად, რადიომსმენელის მეგობრულ დამოკიდებულებას ჩვენი რადიოსადგურის მიმართ. ესაა მხოლოდ ოქროს ჰიტებით შეზავებული მუსიკალური ფორმატის რადიო, რომლის მუსიკალურ არქივიშია 60-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი საუკეთესო მუსიკალური ჰიტები. ბოლო კვლევებით დასტურდება, რომ მოსახლეობის უმრავლესობა საზოგადოებრივ-შემეცნებითი გადაცემების დეფიციტს განიცდის. ჩვენი ამოცანაა, მსმენელმა მაქსიმალურად მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია პოლიტიკის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, ტურიზმის, კულტურის, სპორტისა და სხვა თემების გარშემო. სწორედ ამიტომ რადიოსადგურს გააჩნია ძალიან მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან და ეს 16 წლიანი აქტიური მუშაობის შედეგია. ამას მოწმობს უამრავი წამრატებული პროექტი, რომელიც დღემდე გადის რადიო ”ფორტუნას” ეთერის მეშვეობით. რადიო ”ფორტუნას” საინფორმაციო სამსახური რადიო ჰოლდინგ ”ფორტუნას” საინფორმაციო სამსახური წლების მანძილზე ინარჩუნებს სანდოობის მაღალ მაჩვენებელს საინფორმაციო სივრცესა და მსმენელთა შორის. ყოველდღიურად ჩვენი გუნდი წარმოგიდგენთ უახლეს, ოპერატიულ და ექსკლუზიურ ინფორმაციას, ჩართვებს შემთხვევის ადგილიდან. ჩვენი წამყვანების და კორესპონდენტების, პროდიუსერების ეფექტური შრომის შედეგად თქვენ შეგიძლიათ საათში ორჯერ პირველებმა გაიგოთ ის, რაც ხდება საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, გაიგოთ რას წერს ქართული პრესა და რა ხდება თქვენს გარშემო განსხვავებული, მაგრამ საინტერესო. რადიო ”ფორტუნას” საინფორმაციო სამსახური არის ყველგან, სადაც საქართველოა FM 106.9-ზე!
Höre Radio Fortuna auf deinem Handy!
Get it on Google Play Get it on App Store

Die kostenlose App herunterladen

Höre 100 000+ Live-Radiosender um die Welt, On-Demand-Inhalte wie Podcasts & Sendungen - egal wo du gerade bist es ist mit dir.

Get it on Google Play Get it on App Store